Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.
Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
+ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი
+ბზობა (ბაიობა) ანუ უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში - დიდ-მარხვის მეექვსე შაბათს
+ამაღლება - აღდგომიდან მე-40 დღეს
+სულთმოფენობა - აღდგომიდან 50-ე დღეს
უძრავნი (ძვ.სტ. / ახ. სტ.)
+განცხადება - ნათლისღება უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი (6 იანვარი / 19 იანვარი)
+მირქმა - მიგებება იესუ ქრისტესი (2 თებერვალი / 15 თებერვალი)
+ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა (25 მარტი / 7 აპრილი)
+ფერისცვალება იესუ ქრისტესი (6 აგვისტო / 19 აგვისტო)
+მარიამობა - მიძინება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა (15 აგვისტო / 28 აგვისტო)
+ღმრთისმშობლობა - შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა (8 სექტემბერი / 21 სექტემბერი)
+ჯვართამაღლება - მსოფლიო ამაღლება ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისა (14 სექტემბერი / 27 სექტემბერი)
+ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა (21 ნოემბერი / 4 დეკემბერი)
+ქრისტეშობა - ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი (25 დეკემბერი / 7 იანვარი)
დიდი დღესასწაულები
+წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და ხსენება წმ. ბასილი დიდისა (1 იანვარი / 14 იანვარი)
+წმიდისა დედისა ჩუენისა მოციქულთა სწორისა ნინო ქართველთა განმანათლებელისა (14 იანვარი / 27 იანვარი და 19 მაისი / 1 ივნისი)
+წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობა (24 ივნისი / 7 ივლისი)
წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი (29 ივნისი / 12 ივლისი)
+წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა (29 აგვისტო / 11 სექტემბერი)
+მცხეთობა-სვეტიცხოვლობა - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საფარველი (1 ოქტომბერი / 14 ოქტომბერი და 30 ივნისი / 13 ივლისი)
გარდამავალი დღესასწაულები
+ღირსისა მამისა ჩუენისა შიო მღვიმელისა - ყველიერის ხუთშაბათს
+დიდმოწამისა თეოდორე ტირონისა - დიდი მარხვის პირველ შაბათს
+წმიდისა გრიგოლ პალამასი - დიდი მარხვის მეორე კვირას
+ღირსისა იოანე კლემაქსისა - დიდი მარხვის მეოთხე კვირას
+ღირსისა დედისა ჩუენისა მარიამ მეგვიპტელისა - დიდი მარხვის მეხუთე კვირას
+მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება, ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ - ბზობის წინა შაბათს
+მენელსაცხებლე დედათა - აღდგომიდან მესამე კვირას
+კეთილმორწმუნისა მეფისა თამარისა - მენელსაცხებლე დედათა კვირასა და 1 / 14 მაისს
+მართალი ტაბითასი - აღდგომიდან მეოთხე კვირას
+ღირსისა დოდო გარეჯელისა - ამაღლების შემდეგ ოთხშაბათს
+ღირსისა დავით გარეჯელისა - ამაღლების შემდეგ ხუთშაბათს
+ყოველთა წმიდათა - სულთმოფენობის შემდეგ კვირას
საეკლესიო სამახსოვრო დღეები
+საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე (1917 წ.) (12 მარტი / 25 მარტი)
+უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ინტრონიზაციის დღე (1977 წ.) (12 დეკემბერი / 25 დეკემბერი)
+უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ანგელოზის დღე (20 ივლისი / 2 აგვისტო)
+უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II დაბადების დღე (1933 წ.) (22 დეკემბერი / 4 იანვარი)
Do you go to charch?
YES
NO
Do you like this site?
YES
NO
No. of Votes: 427 Avg. Rating: 9.79Ranked
Meter Started: Mar 25, 2008
ჯუმათის მონასტერი ოზურგეთის რაიონში მდებარეობს. იგი რაიონული ცენტრიდან 14 კმ-ითაა დაშორებული და ჩოხატაურის ქედის ერთ მთაზე დგას, მდინარე სუფსის ხეობაში. მონასტერი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზეა აგებული, დაარსების თარიღი უცნობია. ჯუმათში იყო მიტროპოლიტის კათედრა, რომელიც 1776-1777 წლებში აღადგინა აფხაზეთის (დას. საქართველო) კათალიკოს-პატრიარქმა მაქსიმე აბაშიძემ.
ჯუმათის მონასტერს გარს ქვის გალავანი არტყია. ეზოში შესასვლელი სამრეკლოდანაა. თავად სამრეკლოს ზედა ნაწილი დანგრეულია. იგი ექვსსარკმელდატანებული, გუმბათიანი, ქვით ნაშენი ნაგებობა ყოფილა. ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა. 1847 წელს ის რუხი პორფირის ქვებით მოუპირკეთებიათ. სამხრეთის მხრიდან კი მიუშენებიათ ღმრთისმშობლის სახელობის ეკვდერი. სამრეკლო თავად მთავარი ტაძრის დასავლეთ ფასადზეც არის მიშენებული. იგი 1904 წლის ნაგებობას წარმოადგენს. თავად ტაძრის აგების თარიღი უცნობია. დ.ბაქრაძე მას შემოქმედის მონასტერზე ადრინდელად მიიჩნევს. ფრესკები XVI-XVIII ს.ს. თარიღდება.
ჯუმათის მონასტერი ცნობილია სიძველეებით: აქ იყო მრავალი ძვირფასი ხატი, ისტორიული პირებისა და თარიღების შემცველი ისტორიული წარწერები. მათ შორის: მამია გურიელისა და დედოფალ თინათინის მიერ შეწირული გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზების ოქროს ხატი; გიორგი გურიელისა და დედოფალ ელენეს მიერ შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი უმრავი ძვირფასი თვალით შემკული; მათივე შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი, რომელსაც შარავანდედის ირგვლივ 7 ძვირფასი თვალი და 12 მარგალიტი ჰქონდა. ხატის კარედზე მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა მოღვაწეობის სცენები იყო გამოხატული; მარეხ ანთიძის მიერ შეწირული მაცხოვრის მოოქვრილი ვერცხლის ხატი, მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა რელიეფური გამოსახულებით; გიორგი გურიელის, მისი ძმის ლომასა და მეუღლის ადასუჯანის მიერ შემკული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი; კახაბერ გურიელის მიერ შეწირული გაბრიელ მთავარანგელოზის ხატი; ეს ორი ხატი განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო.
ჯუმათის მონასტრის საგანძურში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ვეებერთელა საწინამძღვრო ჯვარს, ბაჯაღლო ოქროს ბურთულით, რომელსაცს გუმბათიანი ეკლესიის ფორმა ჰქონდა. ჯვრის მკლავებზე წმინდანები იყვნენ გამოსახულნი. ჯვარი ძვირფასი თვლებით იყო შემკული. იგი მონასტრისათვის გიორგი გურიელსა და დედოფალ ხვარამზეს შეუწირავთ.
ჯუმათის მონასტრის ერთი ხატი 1910 წლის ექსპედიციისას უნახავს წმიდა ექვთიმე თაყაიშვილს სვანეთში, ფარის თემის სოფელ სუფში. წმიდა გიორგის ქვის ეკლესიაში ძველი ხატები და ჯვრები ერთ კუთხესი ყოფილა მიყრილი. წმიდა ექვთიმეს თითოეული მათგანი გამოუტანია გარეთ, გაუსინჯავს და ფოტოები გადაუღია. მათ შორის ყოფილა მთავარანგელოზ მიქაელის ოქროთი დაფერილი ვერცხლის ხატი ჯუმათის მონასტრიდან.
საგანგებოდ გვინდა შევჩერდეთ ჯუმათის წმიდა გიორგის ხატზე. იგი პირველად 1873 წელს აღწერა დ.ბაქრაძემ. შემდგომში კი ხატის აღწერა მოგვცა ნ.კონდაკოვმა. 1889 წელს, როცა იგი ჯუმათის მონასტერს ეწვია, ხატი ჯერ კიდევ ადგილზე იყო. ჩვენამდე მოაღწია ხატის მხოლოდ ფოტომ, რომელიც XIX საუკუნის 70-იან წლებში გადაიღო ჯუმათის მონასტერში დ.ერმაკოვმა.
წმიდა გიორგის ხატი ოქროში ნაჭედი, დიდი ზომისა, ძველი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიწმინდე ყოფილა. მთავარმოწამე ხატზე სრული სახით, ფარით ხელში იყო გამოსახული, ცხენის გარეშე. ხატი ერისთავთერისთავის ვარდან ვარდანის ძის შეწირულობას წარმოადგენდა. მეცნიერები ხატს XI-XII სს. მიაკუთვნებენ. ეს ხატი 1921 წელს, სხვა სიძველეებთან ერთად, მონასტრის გაძარცვისას დაიკარგა. მისი ორი ფრაგმენტი თბილისის ბაზარზე კერძო პირისგან იქნა შეძენილი და ამჟამად ერმიტაჟში (სანკტ-პეტერბურგში) ინახება.
ჯუმათის მონასტერი საეკლესიო და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. მონასტრის მამასახლისს ნიკოლოზს (XV-XVI სს.) უმოგზაურია კლარჯეთში და იქიდან ხუთი ძველი ხელნაწერი გადმოუტანია: სახარება (დღეს ადიშის სახარების სახელით ცნობილი), მრავალთავი, ხელთ-კანონი, მამათა წიგნი და კითხვა-მიგება. ამათგან სახარება, ხელთ-კანონი და მამათა წიგნი შატბერდის მონასტრიდან წამოუღია.
ჯუმათის მონასტერში გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული არ არის.
1827 წელს მიიცვალა უკანასკნელი ჯუმათელი ეპისკოპოსი ნიკოლოზი, რის შემდეგაც მონასტრის ძმობამ კლება დაიწყო. 1844 წელს ეგზარქოსის გადაწყვეტილებით ჯუმათის საეპისკოპოსო კათედრა დახურეს. ამავე წელს შეიქმნა გურიის ეპიარქია. ეგზარქოსის 1 აპრილის ბრძანებით გურიის საეპისკოპოსო კათედრად დადგენილი იქნა ჯუმათის მონასტერი. გურიის მწყემსმთავარი 1886 წლამდე იჯდა ჯუმათში.
კომუნისტური რეჟიმის დროს ჯუმათის მონასტერში მხოლოდ ერთი ბერი - მღვდელმონაზონი იოანე (გოგუა) ცხოვრობდა. მამა იოანე ათეისტებისგან მრავალ შეურაცხყოფას იტანდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი დადიოდა და ჩუმად ნათლავდა ხალხს. მას მორწმუნე ვერიჩკა ჩხარტიშვილი უვლიდა, რომელსაც თავის დროზე მამა იოანემ ავადმყოფი შვილი მოუნათლა და ამით ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა. დევნილი ბერი 1959 წელს გარდაიცვალა.
ამის შემდეგ მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე წელი სამხედრო ნაწილი იყო განთავსდა. ქვემეხიდან გასროლით სამხედროებმა დაანგრიეს მონასტრის სამრეკლო, რომელიც განთქმული იყო თავისი ჟღერადობით. გადმოცემის თანახმად, მისი ზარების ხმა ზუგდიდში, ოზურგეთსა და ქუთაისშიც კი ისმოდა. მომდევნო წლებში აქ პიონერთა ბანაკი დამკვიდრდა. იგი XX ს-ის 80-იან წლებში გაუქმდა მას შემდეგ, რაც უეცრად ამოვარდნილმა ქარმა მთის წვერზე მდგომ მთავარანგელოზთა ტაძარს სახურავი მოხადა და ბანაკზე გადმოიტანა.
XX საუკუნის დასაწყისში მონასტერი არაერთგზის გაუძარცვავთ. დაიკარგა უამრავი სიწმინდე. 1924 წლისათვის ჯუმათის მონასტრის სიძველეთაგან თითქმის აღარაფერი იყო შემორჩენილი.
საუცხოო სანახაობა იშლება მონასტრიდან .ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე ასე აღწერს ამ სილამაზეს: ,,მე თითქმის მთელი მხარე მომივლია და უნდა გამოგიტყდეთ, რომ არსად მთელ კავკასიაში არ შემიძლია დაგისახელოთ ისეთი ფართო ჰორიზონტი, როგორსაც აქედან ვსჭვრეტდი…ჩემ წინ გადაშლილიყო, ასე ვთქვათ, კავკასიის მთელი დასავლეთი ნაწილი ჩრდლოეთით-გიგანტური ცენტრალური ქედი ყველა მისი მარად ჭაღარა მწვერვალით იალბუზით დაწყებული და ყაზბეგით დამთავრებული, ქედი, რომელზეც მე ადვილად ვარჩევდი ყოველ ჩემთვის ნაცნობ მწვერვალს, ყველა ნაცნობ ხეობას, ხოლო ქვემოთ კიდევ უფრო ცხადად ვხედავდი ენგურის, ხეობის, ტეხურის, ცხენისწყლისა და რიონის ხეობებს: აღმოსავლეთით-ქართლ-იმერეთის დაბალ ქედს, სამხრეთით-აჭარა-ახალციხის ქედს მისი თოვლიანი მეფის წყაროთი, ზოტიმერიითა და სომლიით, ხოლო მათ ქვემოთ გურიის მთელ ტალღოვან ზედაპირს; შემდეგ ბათუმის იქით ტრაპიზონის სანახებს, ხოლო უფრო შორს თეთრად შემოსილ პონტოს ანუ ლაზისტანის მთებს; დასავლეთით- შავი ზღვის მთელ აღმოსავლეთ ნაწილს მისი კონცხებითა და ყურეებით და მისი ახალი ზღვისპირა ქალაქ ფოთით და მის მეზობლად გადაშლილ პალიასტომს… შავი ზღვა შორ მანძილზე ჩანდა და მის გლუვ მოლურჯო ზედაპირზე არც ერთი გემი და ბარკასი არ ეპარებოდა თვალს.
სამონასტრო ცხოვრება ჯუმათში 1990 წლის 21 ნოემბერს აღდგა. მონასტერი აკურთხა ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე).
მონასტერი 1995 წელს მოილოცა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II.
დღეისათვის მონასტრის ტერიტორიაზე სამი მოქმედი ტაძარია. მთავარი - მთავარანგელოზთა ტაძარი ერთნავიანი ბაზილიკაა. მასზე მიდგმულია ხარების შედარებით მცირე ზომის ტაძარი. მირქმის ტაძარი 1998 წელსაა აგებული არქიმანდრიტ ანდრიას (კბილაშვილი) თაოსნობითა და შემოქმედელი მიტროპოლიტის იოსების ლოცვა-კურთხევით. ტაძარი ცილინდრული ფორმისაა, მოხატულია 1999 წელს დავით ჯიბლაძის მიერ. მშენებლობა დააფინანსა რომან მელიამ.
2000 წლიდან მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამსართულიანი კომპლექსის მშენებლობა, რომლის პირველ სართულზე სატრაპეზო მოეწყობა, მეორეზე - ბერების სენაკები, ხოლო მესამე სართული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისათვის განკუთვნილ რეზიდენციას დაეთმობა. მშენებლობის ძირითადი დამფინანსებელია რომან მელია.
მთავარანგელოზის ტაძრის ფრესკები დაზიანებულია და სასწრაფო რესტავრირებას საჭიროებს.
მონასტერში ახლა 1 იღუმენი, 1 მღვდელ-მონაზონი და 5 მორჩილია.